პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ლუქსემბურგის პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ უკრაინის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ზელენსკი ამბობს, რომ რუსული ჯარის მთავარი კონცენტრაცია ახლა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებზეა, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, თითქმის მთელი რუსული არმიისგან. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ომში მთელი რუსული ჯარია ჩართული,“ - თქვა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ფრონტის ხაზი 1000 კილომეტრზეა გავრცელებული.
ლუქსმბურგის პარლამენტში ვიდეო ზარით საუბრის დროს, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რათა თავი დაიცვას.
Facebook Forum