რუსეთიდან მოლდოვაში მიმავალი სამგზავრო მატარებელი სატვირთოს დაეჯახა. მოსკოვის სამხრეთით მომხდარ ინციდენტში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა დააზუსტა, რომ სარკინიგზო ავარია მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნარო-ფომინსკის მახლობლად მოხდა. პოლიციის განცხადებით, მატარებლის 2 ვაგონი გადაბრუნდა და ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება.