ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

18 თურქი მაღაროელის ბედი გაურკვეველია


აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე დღე ვერ მოხერხდა, რამაც სამაშველო ოპერაციები შეანელა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ სომას მაღაროში ჯერ ისევ 18 ადამიანია დარჩენილი. მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 280-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტანერ ილდიზის განცხადებით, მსხვერპლის დაბოლოო რაოდენობა, სავარაუდოდ, 302 -მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე უცნობია მაღაროში დარჩენილი ადამიანები ცოცხლები არიან თუ არა. სამშაბათს სომას ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ელექტრო ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად მომხდარი კატასტროფა თურქეთის მაღაროების ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი უბედური შემთხვევაა.

აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე დღე ვერ მოხერხდა, რამაც სამაშველო ოპერაციები შეანელა. უკვე ორი დღეა მაღაროდან ცოცხალი ადამიანი არ ამოუყვანიათ.
XS
SM
MD
LG