ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მაღაროში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


მიწის ქვეშ ჯერ კიდევ ასობით მაღაროელია დარჩენილი. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ელექტრო მაღაროში 787 ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

თურქეთის დასავლეთში მაღაროელების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დრომდე 205-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად.

თურქეთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევაა, რომელიც მანისას რეგიონში ქალაქ სომას მაღაროში მოხდა. ოთხშაბათს მაშველებმა სპეციალური მოწყობილობით მაღაროში სუფთა ჰაერი ჩატუმბეს. მიწის ქვეშ ჯერ კიდევ ასობით მაღაროელია დარჩენილი. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ელექტრო აფეთქებამდე მაღაროში 787 ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა მანისას გუბერნატორს ყველას საჭირო რესურსის მობილიზაციის განკარგულება მისცა სამაშველო ოპერაციის საწარმოებლად. პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა და ალბანეთში დაგეგმილი ერდღიანი ოფიციალური ვიზიტი გადადო.

თურქეთის ქვანახშირის მაღაროებში უბედური შემთხვევები ხშირად ხდება და ისინი ძალიან საშიშია. სამშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო პარლამენტის ზოგიერთი წევრი უსაფრთხოების პირობების გამოძიებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG