ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკელი მიგრანტების გემი ჩაიძირა


დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრამდე გემზე

იტალიის კუნძულ ლამპედუსას მთავრობის განცხადებით, ოფშორულ ზონაში აფრიკელი მიგრანტებით დატვირთულ გემზე მომხდარ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, მგზავრებიდან 150 გადარჩა, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, ხანძრამდე რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე.
ლამპედუსა აფრიკის კონტინენტთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და მიგრანტებით დატვირთული გემები მის ნაპირს ხშირად ადგებიან. აფრიკელები ცდილობენ კუნძულის საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებში შევიდნენ.

ორშაბათს სიცილიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 13 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG