ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კოსტა კონკორდიას“ ამოყვანა დაიწყო


ნახევრად ჩაძირული იტალიური გემის ამოწევა თოკებით და გემის ჩაძირული ნაწილის მხარეს წყლის ავზების საშუალებით ხდება

იტალიაში გასულ წელს ნახევრად ჩაძირული ხომალდის ამოყვანის სამუშაოები დაიწყო. 20 თვის წინ „კოსტა კონკორდიამ“ იტალიის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა. 2012 წლის იანვარში ხომალდზე მყოფი 4200 მგზავრიდან 32 დაიღუპა.

მუშაობა დღეს ძლიერი ქარების გამო დაგვიანებით დაიწყო. გემის ამოწევა თოკებით და გემის ჩაძირული ნაწილის მხარეს წყლის ავზების საშუალებით ხორციელდება. 290 მეტრი სიგრძის გემის ამოყვანის შემდეგ ის სავარაუდოდ წყლის ზედაპირზე გასწორდება და ტივტივს დაიწყებს.

იტალიაში გემის კაპიტნის სასამართლო პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. პროკურორები მას საზღვაო ლაინერის არასწორ მართვაში და კატასტროფის მომენტში ხომალდის დატოვებაში დებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG