კრემლი პუტინის მთავარი კონკურენტის დევნას განაგრძობს. ალექსეი ნავალნი რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, რუსული საგამოძიებო ორგანოების სამიზნედ იქცა. ამჯერად საქმე არა თაღლითობას არამედ ექსტრემისტული ჯგუფების შექმნას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და მასში მთავარი ფიგურანტი სწორედ ნავალნია.
პუტინის კრიტიკოსსთან ერთად სისხლის სამართლის საქმე სხვა პირებსაც მოიცავს, თუმცა ამ ეტაპზე პირთა სრული წრე რომელნიც კრემლის შავ სიაში მოხვდნენ ცნობილი არ არის. რუსულმა სასამართლომ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი უკვე გამოაცხადა ექსტრემისტულ დაჯგუფებად.
ნავალნი პატიმრობაში დაახლოებით 9 თვეა რაც იმყოფება, ის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ევროპული კლინიკების დასკვნებით, ნავალნი რუსეთში კერძოდ ციმბირში 2020 წლის აგვისტოში რუსული ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
რუს ოპოზიციონერს, რომელიც კომაში მყოფი გადაიყვანეს გერმანიაში, გამოჯანმრთელებისთვის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, ამ დროს კი კრემლმა ის რამდენჯერმე დაიბარა საგამოძიებო ორგანოში. სამკურნალოდ მყოფი ნავალნი რუსეთში ვერ დაბრუნდა რის გამოც მასზე ძებნა გამოცხადდა.
რუსეთში დაბრუნდება ნავალნიმ გამოჯანმრთელების შემდეგ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მას პატიმრობა ემუქრებოდა.
ნავალნი კრემლის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. ერთი კვირის წინ რუსეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მას და მის პარტიას მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს და ნავალნის გუნდი ბიულეტინში ვერ მოხვდა.
Facebook Forum