ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა რუსეთის დაზვერვის აგენტებს სანქციები დაუწესა


დღეს ბრიტანეთმა გაასაჯაროვა სანქციების დეტალები 7 პირის მიმართ. ლონდონის თქმით, ისინი რუსეთის დაზვერვის აგენტები არიან და ალექსეი ნავალნის მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილნი.

ნავალნის მოწამვლის წლისთავზე, ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე სანქციების განახლებული ვერსია გამოქვეყნდა. სწორედ ეს განახლება მოიცავს,შვიდ ახალ პირზე დაწესებულ სანქციებს და აქტივების გაყინვის დასაბუთებას.

ალექსეი ალექსანდროვი, ვლადიმირ პანიაევი, ივან ოსიპოვი, ვლადიმირ მოგდანოვი, კირილ ვასილიევი, სტანისლავ მაკშაკოვი და ალექსეი სედოვი - ეს არის იმ პირთა ვინაობა, ვინც დოკუმენტშია მოხსენიებული.

„ალექსანდროვი იყო იყო კრიმინალისტური განყოფილების ოპერატორი ტომსკში, სადაც ნავალნი მოწამლეს“ - ნათქვამია დოკუმენტში.

„მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო და სამოგზაურო ჩანაწერები მიუთითებს, რომ ალექსი ალექსანდროვი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა.“ - განმარტებულია დოკუმენტში.

ნავალნი ამ დრომდე საპატიმროში რჩება. რუსეთი დასავლეთის მტკიცებას, კრემლის დაკვეთით ნავალნის მოწამვლის შესახებ უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG