ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

კრემლმა, რუსეთში ამერიკის საელჩოს ორი თანამშრომელი „არაკანონიერი საქმიანობის“ გამო ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვი ირწმუნება, რომ ამერიკელ დიპლომატები რუსეთის მოქალაქეებთან მუშაობდნენ, უცო ქვეყნის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კუთხით.

რუსეთის დატოვება მოუწევთ ამერიკის საელჩოს პირველ და მეორე მდივნებს ჯეფრი სილინს და დევიდ ბერნშტეინს. ინფორმაცია ამერიკის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. ელჩი სამინისტროში იყო დაბარებული, სადაც მას უთხრეს, რომ საელჩოს ორივე თანამშრომელმა ქვეყანა 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს.

კრემლის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყება უარყოფს კრემლის ბრალდებებს და ამბობს, რომ ვაშინგტონი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

„ეს არის არაპროვოცირებული, სრულიად უსაფუძვლო გაძევება ჩვენი დიპლომატიური პერსონალის“,- თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა და აქვე აღნიშნა, რომ „რუსეთმა აირჩია დაპირისპირება და ესკალაცია“.

„ის [რუსეთი] აგრძელებს ჩვენი საელჩოს თანამშრომლების შევიწროებას, ისევე როგორც აგრძელებს საკუთარი მოქალაქეების დაშინებას. ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთი ამ გზას დაადგას. რა თქმა უნდა იქნება სათანადო რეაგირება მათ ქმედებებზე,“- თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

კრემლის ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ვიდეო, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე გავრცელდა, სადაც რუსეთის მოქალაქე საუბრობდა იმის შესახებ, თუ რა სამუშაო უნდა შეესრულებინა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებისთვის. მათ შორის იყო სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვება და მათთვის მიწოდება. ჯერ კიდევ მაშინ, ვაშინგტონში ამბობდნენ, რომ კრემლის სპეციალური სამსახურები ამერიკის საელჩოს თანამშრომლების დაშინებას ცდილობდნენ.

კრემლი ამტკიცებს, რომ მოქალაქე შონოვისთვის მიცემული დვალებები რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას ითვალისწინებდა.

„აშშ-ის დიპლომატიური მისიის უკანონო საქმიანობა, მათ შორის ჩარევა მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში მიუღებელია და მტკიცედ იქნება აღკვეთილი“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

სერგეი ლავროვის უწყება იმედს გამოთქვამს, „ვაშინგტონი სწორ დასკვნებს გამოიტანს და თავს შეიკავებს კონფრონტაციული ნაბიჯებისგან“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG