ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ამერიკული სანქციები ოთარ ფარცხალაძეზეც ვრცელდება


ხუთშაბათს, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს 150-ზე მეტ ბიზნესს და პირს რუსეთიდან თურქეთამდე, გაერთიანებულ არაბულ საემიროებამდე და საქართველომდე. სანქციები იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლითაც ცდილობენ აღმოფხვრან რუსეთზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლა და კრემლს არ მისცენ წვდომა ტექნოლოგიაზე, ფულზე და ფინანსურ არხებზე, რომელიც უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ომს ასაზრდოებს.

სანქციების პაკეტი ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებისგან მომდინარეობს და მისი სამიზნე პირები და ქვეყნებია - განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატოს წევრი თურქეთი - რომლებიც რუსეთს დასავლურ ტექნოლოგიებს მიჰყიდიან, რამაც შესაძლოა მისი ომის ძალისხმევა გააძლიეროს.

ომამდე, რუსეთში ელექტრონიკის იმპორტის 90 პროცენტი დიდი შვიდეულის წევრ, მდიდარი დემოკრატიული ქვეყნებიდან ხდებოდა. სანქციებმა ეს ციფრი 30 პროცენტამდე შეამცირა.

სანქციების სამიზნე აღმოჩნდა ოთარ ფარცხალაძეც, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა მოიხსენია, ქართველი-რუსი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა ფარცხალაძესთან, რათა მას ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენა მოეხდინა.

ბოლო სანქციების ჩათვლით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, შეერთებულმა შტატებმა სანქციები თიქმის 3,000 ბიზნესს და პირს დაუწესა.

XS
SM
MD
LG