პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვში ხორვატიის საელჩოს ხუთ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს, რაც ზაგრების მიერ, რუსეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლის გაძევების საპასუხოდ ხდება.
აპრილში, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელი უკრაინაში შეჭრის და „სასტიკი აგრესიის“ გამო გააძევა.
24 გაძევებულ პირს შორის, 18 დიპლომატი იყო.
მას შემდეგ, რუსულმა სააგენტომ "ტასი", საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, მარია ზახაროვას განცხადების ციტატა მოიყვანა, რომელმაც თქვა: „რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს“.
რუსეთი აცხადებს, რომ 24 თებერვალს უკრაინაში, როგორც თვითონ უწოდებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო, რომლის მიზანიც ამ ქვეყნის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაციაა“. უკრაინა და დასავლეთი ასეთ განცხადებას არაპროვოცირებული შეჭრის გამოგონილ საბაბად მიიჩნევს.