ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა გერმანიის მოქალაქე გაზგამანაწილებელი მილის აფეთქების ბრალდებით დააკავა


ოთხშაბათს რუსეთის უშიშროების სამსახურმა - "ეფ-ეს-ბე-მ" (FSB) განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის და ტერორიზმის ეჭვის საფუძველზე, Რუსეთმა გერმანიის მოქალაქე დააკავა. Მას ბრალად, გაზის გამანაწილებელ სადგურზე მილის აფეთქება ედება.

მამაკაცი - ნიკოლაი გაიდუკი, ოფიციალური ცნობებით, მარტში რუსეთის კალინინგრადის ოლქში თვითნაკეთი ბომბით თავდასხმაში იყო ჩარეული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ის დააკავეს პოლონეთიდან კალინინგრადში Შემდგომი შესვლის მცდელობის დროს, როდესაც მისი ავტომანქანა გაჩხრიკეს და 0.5 ლიტრი თხევადი ფეთქებადი მასალა აღმოაჩინეს.

“ეფ-ეს-ბე-მ” თქვა, რომ გაიდუკი 1967 წელსაა დაბადებული და ჰამბურგში ცხოვრობს. Მას ბრალს სდებენ, რომ გერმანიის იმავე ქალაქში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცის ინსტრუქციებით მოქმედებდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა თქვა, რომ სანკტ-პეტერბურგში არსებული გენერალური საკონსულო რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტშია და მამაკაცს საკონსულო დახმარება შესთავაზა. იქვე აღინიშნა, რომ დაკავება ოქტომბერში მოხდა.

Პრესმდივანმა კითხვაზე იმ დაყოვნების შესახებ, რაც დაპატიმრებასა და ამის შესახებ ცნობის გავრცელებას შორის მოხდა, რუსეთში უცხოელებისთვის საშიში ვითარება დაასახელა.

“პრინციპში, უნდა აღვნიშნოთ ფაქტი, რომ რუსეთში დაშინების და შიშის ატმოსფეროა, რასაც დაუსაბუთებელი დაპატიმრებების გამოწვევაც შეუძლია”, თქვა სამინისტროს პრესმდივანმა.

Რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, მარტში მილის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG