რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კრემლი ბირთვული შესაძლებლობების მქონე სამ ბომბდამშენ თვითმფრინავს გზავნის მის ბაზაზე სირიაში. ამ ნაბიჯით რუსეთის სამხედრო ყოფნა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბომბდამშენები ჰმეიმიმის საჰაერო ბაზაზე უკვე ჩავიდნენ. ეს ბაზა სირიის ლატაკიის რაიონში, სანაპირო ზოლთან მდებარეობს და მოსკოვის მიერ სირიაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრია.
სამინისტროს განცხადებით, ბომბდამშენები ხმელთაშუა ზღვაზე საწვრთნელ გადაფრენებს განახორციელებენ. ტუპოლევ Tu-22M3, რომელსაც ნატოში „ბექ ფაიერის“ კოდური სახელი აქვს, ზებგერითი, გრძელ რადიუსიანი ბომბდამშენია, რომელსაც ბირთვული ბომბის გადატანა შეუძლია. მისი ფრენის რადიუსი 5,000 კილომეტრს აღემატება.
რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში 2015 წლის შემდეგ არის ჩართული. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მის მოკავშირე ბაშარ ალ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებაში დღემდე ეხმარება. ამასთან, რუსეთმა სირიაში სამხედრო ყოფნა მნიშვნელოვანად გააფართოვა.
Facebook Forum