ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავრობა სამხედრო პროვოკაციაში არ ჩაერთვება; ყირიმი რუსეთს შველას თხოვს




უკრაინის განცხადებით, რუსეთის "პროვოკაციას" არ გამოეხმაურება ყირიმში, და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს რეგიონში სამხედრო ნაწილების გადაადგილება შეწყვიტოს.

შაბათს, უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთვება.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პარლამენტს მიმართა და ყირიმში სამხედროების ჩარევაზე დაეკითხა. საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას პრეზიდენტმა თხოვა დაამტკიცოს შეიარაღებული ძალების გაგზავნა ყირიმში.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინაში შექმნილ ექსტრაორდინალურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ცხოვრებისთვის [შექმნილი] საფრთხიდან და იქ რუსეთის სამხედრო ძალების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წინადადება შემომაქვს სამხედრო ძალის გამოყენების მიზნით, იმ დრომდე ვიდრე ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაცია არ მოხდება,-" ნათქვამია პუტინის წერილში.

შაბათსვე, რუსეთმა გამოაქვეყნა რამდენიმე გაფრთხილება, რომ უკრაინამ შესაძლოა დაკარგოს დღესდღეობით ბუნებრივ აირზე არსებული ფასდაკლება "გაზპრომისგან", რადგან კიევის ვალი 2013 წლის მონაცემებით $ 1.55 მილიარდს შეადგენს.

ყირიმის მთავრობა რუსეთს დახმარებისთვის მიმართავს

ყირიმის ახლად დანიშნულმა პრემიერ მინისტრმა სერგეი აკსენოვმა, რომელიც რეგიონის უსაფრთხოების ძალებზე კონტროლს ფლობს, რუსეთის პრეზიდენტს " მშვიდობის და სიწყნარის" აღსადგენად დახმარებითვის მიმართა. აკსენოვმა შაბათს თქვა, რომ იმ მეთაურებს, რომელთაც მისი ბრძანებების შესრულება არ სურთ, შეუძლიათ დატოვონ თანამდებობა.

XS
SM
MD
LG