ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინული გემების ნაწილს ატარებს


ქერჩის ხიდი
ქერჩის ხიდი

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო აზოვის ზღვაში უკრაინული გემების ნაწილის გატარება. კრემლის ეს ნაბიჯი შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაიოლების ნიშანი იყოს.

განცხადებაში, რომელიც დღეს უკრინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ აზოვის ზღვის რამდენიმე პორტი ნაწილობრივ გაიხსნა და ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების მოძრაობა განახლდა. კიევი იმედოვნებს, რომ ამ პორტებს ბლოკი ბოლომდე მოეხსნება და მიმოსვლა სრულად აღდგება.

რუსეთმა ქერჩის სრუტეზე პრეტენზია უკრაინის ტერიტორიიდან ყირიმის მითვისების შემდეგ განაცხადა. ვიწრო სრუტე შავ ზღვას და უფრო მომცრო, აზოვის ზღვას ერთმანეთთან აკავშირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG