უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ნატოს მოკავშირეებს სთხოვს უკრაინის დასახმარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შავ ზღვაში გემები გააგზავნონ. პოროშენკოს ინტერვიუ დღეს გერმანულ გაზეთში Build გამოქვეყნდა.
ნატოს პრესსპიკერმა ოანა ლონგესკუმ აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკვე საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი შავ ზღვაში.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას გამოეხმაურა და მოუწოდა კიევს „საღი მიდგომა“ შეიმუშავოს ამ სიტუაციაში, რომელიც „სამხედრო გზით ვერ დარეგულირდება“.
ხუთშაბათსვე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი გამოვიდა წინადადებით, ითამაშოს შუამავლის როლი უკრაინასა და რუსეთს შორის.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებს ტრამპსა და პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება უკრაინასთან მიმდინარე ურთიერთობისა და სხვა რეგიონული კონფლიქტების განსახილველად.
კვირას ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტისას რუსულმა ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს და მეზღვაურები ტყვედ აიყვანეს, უკრაინული გემები ოდესიდან აზოვის ზღვით მარიუპოლის პორტისკენ გადაადგილდებოდნენ.
Facebook Forum