ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებას გამოეხმაურნენ.
„მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა.
ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ. „ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული.“
სენატორებმა რიშმა 8 მარტის შეთანხმების მიღწევიდან მალევე მხარეებს შორის ხელმოწერილი თანხმობა შეაქო. 10 მარტს მან განაცხადა, რომ “ძალიან მოხარული ვარ შეთანხმების ხილვით, რომელსაც ამ უქმეებზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და მოველი, რომ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში მისი სრული განხორციელება მოხდება,” თქვა მაშინ სენატორმა რიშმა. "მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ. იმ ფონზე, როცა საქართველო, წელს, მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად დაინერგოს და ისინი ყველა მხარემ დაიცვას,” თქვა სენატის საგარეო ურთიერთოებების კომიტეტის თავმჯდომარემ.
იმავე დღერს, სენატორმა ჯინ შაჰინმაც გააკეთა განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მას ეიმედება "ის, რომ საქართველოს მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ. ეს კრიტიკულად აუცილებელია მათი ქვეყნის დემოკრატიისთვის."
Facebook Forum