ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია


Senator James Risch
Senator James Risch

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში ეხმაურება. სენატორი რიში აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია და მმართველ გუნდს მოუწოდებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს", - ამბობს ის.

რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება.

"მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, - აცხადებს რიში "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ "ქართულ ოცნებას" კონგრესის საქართველოს მეგობართან ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებმაც, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ მოუწოდეს.

ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ცოტა ხნის წინ, საქართველოში ელჩობის კანდიდატ კელი დეგნანს მხარი დაუჭირა.

დეგნანი თანამდებობას სავარაუდოდ მომავალ თვეში დაიკავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG