ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რიში: სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს


„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.“ - ეს არის სენატორ რიშის „მკაფიო“ გზავნილი საქართველოს მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

თბილისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა სტუმრობს. სოჩას ვიზიტის შესახებ ინფრომაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი, უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

„ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრის სოჩამ, შეხვედრებზე რუსული ოკუპაციის შესახებ ისაუბრა. საელჩოს ინფორმაციით, სოჩამ, ასევე ისაუბრა „საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე“.

„ბატონმა სოჩამ, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.“ - ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG