ამერიკის პრეზიდენტობის მსურველი რესპუბლიკელების გუშინ გამართული დებატები ხმაურით გამოირჩეოდა. კანდიდატებმა არალეგალურ იმიგრაციაზე, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პოლიტიკაზე და კანდიდატების გადასახადების გამჭვირვალობაზე იდავეს.
უძრავი ქონების მაგნატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა-მექსიკის გამყოფი კედლის ასაშენებლად ფულს მექსიკას გადაახდევინებს.
მისმა მთავარმა მოწინააღმდეგეებმა ფლორიდელმა სენატორმა მარკო რუბიომ და ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა ტრამპი არალეგალი იმიგრანტების მშენებლობაში დასაქმებაში დაადანაშაულეს. ორივე კანდიდატმა განაცხადა, რომ ამისთვის ტრამპს 1 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუხდა.