გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე, G7-ის ეკონომიკური სამიტის ჩატარებამდე, ივნისში, ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
"სანდეი თაიმსი" მომავალ შეხვედრას "რბილი ძალის" შეხვედრას უწოდებს. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შევხედრას უელსის პრინცი ჩარლზი და კორნვალის ჰეროციგინია, კამილა, ასევე კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და ჰერცოგინია ქეითიც, დაესწრებიან. ბუკინგემის სასახლეში კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ბრიტანეთმა G7-ის სამიტისთვის პირდაპირი შეკრება, მინიმუმ ორი წლით გადადო. პრემიერ-მინისტრი ჯონსონი იმედოვნებს, რომ მომავალ სამიტზე მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღდგენის გზებზე მოილაპარაკებენ.
იმ შემთხვევაში, თუ დედოფალ ელისაბედსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა გაიმართება, მაშინ ეს დედოფლისთვის ამერიკის მე-13 პრეზიდენტთან შეხვედრა იქნება. ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დედოფალი 1951 წელს შეხვდა ჰარი ტრუმანი იყო. ბოლოს კი დედოფალი 2019 წელს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
Facebook Forum