ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად იზრდება


პანდემიის ერთი წლის თავზე კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 100 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2,1 მილიონს გადააჭარბა.

12 თვეში ვირუსმა ასობით მუტაცია განიცადა. მათგან რამდენიმე ახალ პრობლემებს ქმნის. ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი ვარიანტები წინასწარი მონაცემებით უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მომაკვდინებელია.

ვირუსის გავრცელებიდან პირველი 11 თვის განმავლობაში მსოფლიოში 50 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი ვარიანტების გამოჩენის შემდეგ კი, ინფიცირებულთა რაოდენობა 3 თვეში გაორმაგდა.

სააგენტო "როიტერის" მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 1.3% კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტებით არის ინფიცირებული.

არაერთი ავტორიტეტული კვლევის თანახმად ყოველ 8 წამში ერთი ადამიანი ინფიცირდება, დღეში კი საშუალოდ, მსოფლიოში კოვიდ-19-ით 668 250 ადამიანი ინფიცირდება. კვლევების თანახმად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,15%-ია.

გარდაცვალების მაჩვენებლებით მსოფლიოში ყველაზე რთული მდგომარეობა შემდეგ ქვეყნებს აქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

ამ ხუთ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ნახევარია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ჯამში დედამიწის მოსახლეობის 28% ცხოვრობს.

დაახლოებთ ერთი წელი დასჭირდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებას. ამ დროისთვის ვაქცინაცია მსოფლიოს 56 ქვეყანაში მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესში ისრაელი ლიდერობს, სადაც ქვეყანამ მოსახლეობის 29% მინიმუმ ერთხელ აცრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG