რუსეთში ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ მისი მომავალი პრეზიდენტობა განსხვავებული იქნება წინა ორი საპრეზიდენტო ვადისგან. ინტერნეტ საინფორმაციო საშუალებები, რომელებიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გაფართოვდა და გაიზარდა, პუტინს 21-ე საუკუნის „მეფეს“ უწოდებენ.
რუსეთის ინტერნეტ-სივრცეში ახალი ვიდეო კლიპია გავრცელებული, რომელშიც პუტინის პროტოტიპი სასამართლოში რკინის გისოსებს მიღმა ზის.
ვიდეო 50 წამი გრძელდება და მას უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მოქნილია ანტი-პუტინური ინტერნეტი რუსეთში.