ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ქვეყნის მართვას უფრო მკაცრი წესებით გეგმავს


პუტინი ქვეყნის მართვას უფრო მკაცრი წესებით გეგმავს
პუტინი ქვეყნის მართვას უფრო მკაცრი წესებით გეგმავს

იმ შემთხვევაში თუ რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გაიმარჯვებს ქვეყნის მართვას უფრო მკაცრი წესებით გეგმავს.

სულ ახლახანს გამოქვეყნებულ შვიდი ათას ხუთას სიტყვიან (7500) პოლიტიკურ ესსეში, რუსეთის ლიდერმა პირობა დადო რომ დასავლეთს მოსკოვის შეხედულებების გაზიარებას აიძულებს.

შეერთებული შტატებისა და და კანადის სწავლების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ კრემენიუკი მიიჩნევს რომ კრემლის თანამშრომლობა დასავლეთთან ეტაპობრივად განვითარდება:

„თუ ჩვენთან თანამშრომლობა გინდათ, თავდაპირველად უნდა დაფიქრდეთ თუ რაში შეიძლება შეთანხმების მიღწევა და რაში არა.“

მოხსენებაში, ვალდიმერ პუტინის საკამაოდ შეუპოვარი განწყობა ვაშინგტონის მიმართაც გამოჩნდა. მისი თქმით, სხვადასხვა რეგიონში შეერთებული შტატების ხშირი ჩარევები არც თუ დადებით ეფექტს ახდენს იმ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც რუსეთისათვის მნიშვნელოვანია.

1980-იან წლებში, უშიშროების ახალგაზრდა თანამშრომელი ბატონი პუტინი უცხო ქვეყნის მოაქალაქეების მონიტორინგით იყო დაკავებული. პარალელურად, იგი ლელინგრადის დისიდენტებს აკვირდებოდა. მოგვიანებით, პუტინი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთვარო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდის.

ექსპერტი კრემენიუკი რუსეთის დასავლეთთან გაჭიანურებულ ურთიერთობაზე გვესაუბრება:

„რუსეთი დასავლეთისათვის დღემდე საეჭვო პარტნიორია. მას რუსეთთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის არ სჯერა.“

ბატონი პუტინი თავის წინაასარჩევნო მოხსენებებში ვაშინგტონს ანტი-ირანული გეგმისთვისაც აკრიტიკებს და აღნიშნავს რომ ყოველივე ეს ბირთვული იარაღის პროგრამის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.

არაბული გაზაფხული და ლიბია ასევე პუტინის განსჯის ქვეშ მოექცა. რაც შეეხება სირიაში მიმდინარე მოვლენებს, ბატონმა პუტინმა რუსეთის იმავე პოზიციის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რაც აქამდე ქონდა.

პუტინის მოხსენებაში დადებითი განწყობა მხოლოდ ჩინეთის მისამართით შეინიშნება. მან ჩინეთის ეკონომიკური გაფართოება რუსეთის ეკონომიკაში წარმატების საწინდარად შეაფასა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის სწავლების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ლუკინი ამ ფაქტის შეფასებისას ამბობს რომ რუსეთს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა სჭირდება.

როგორც ჩანს მსოფლიო რუსეთის გავლენის გაზრდას უნდა ელოდოს.

XS
SM
MD
LG