სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ომის დროს, 100 000-მდე რუსი სამხედრო დაშავდა ან დაიღუპა. დაღუპული სამხედროების დედების ნაწილის, ვლადიმირ პუტინი შეხვდა და მიუსამძიმრა. მედიის ინფორმაციით, პუტინმა დაღუპული სამხედროების დედებს უთხრა, რომ მათ ტკივილს, ტანჯვას იზიარებს. შეხვედრაზე მისულ დედებს, პუტინმა ნამცხვრით და ჩაით უმასპინძლა.
„მინდა გითხრათ, რომ პირადად მე და მთელი ქვეყნის ხელმძღვანელობა ვიზიარებთ თქვენს ტკივილს,“- თქვა პუტინმა.
„ჩვენ გვესმის, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას. განსაკუთრებით დედისთვის“.
ზუსტი რაოდენობა, რამდენი სამხედრო გაგზავნა უკრაინაში რუსეთმა, ცნობილი არ არის. თუმცა, მათი რაოდენობა ასობით ათასია. მათ შორის 300 000 რეზერვისტია, რომელიც პუტინის ბრძანებით, სექტებმერში "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში გაიწვიეს.
პირველი ვიდეო რომელიც კრემლმა გაავრცელა არ მოიცავდა დედების კომენტარებს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ ნანობს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს. კრემლი, სრულმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
Facebook Forum