ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეს-ჯგუფი: უკრაინელი ჟურნალისტი და ჯარისკაცი "ცივსისხლიანად დასაჯეს"


"ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" უკრიანის ომის პირველ კვირებში დაღუპულ ფოტოჟურნალისტ მაქს ლევინსა და ჯარისკაც, ოლექსი ჩერნიშოვის "ცივსისხლიანი დასჯის" შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციის მიხედვით, ფოტოჟურნალისტი და მისი თანმხლები ჯარისკაცი, ტყეში, ჟურნალისტის დაკარგულ დრონს ეძებდნენ.

პრესის თავისუფლების თემაზე მომუშავე გუნდი ამბობს, რომ კიევთან ახლოს მდებარე ტყეში გამომძიებლები გააგზავნეს, სადაც 1 აპრილს გარდაცვლილების სხეულები იპოვეს. "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" ამბობს, რომ მანქანას, რომლითაც ჟურნალისტი და სამხედრო გადაადგილდებოდნენ 14 ტყვია ესროლეს.

საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ადგილზე იპოვეს რუსი ჯარისკაცების მიერ დატოვებული საჭმლის ნარჩენები, სხვადასხვა ნივთები. ასევე, იპოვეს ლევინისა და ჩერნიშოვის პირადი ნივთები, მათ შორის, პირადობის მოწმობები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ნაწილი და ფოტოგრაფის ჩაფხუტი.

მეტალოდეტექტორებით შეიარაღებულმა უკრაინულმა ჯგუფმა, ასევე აღმოაჩინა ტყვია, რომელიც მიწის იმ ნაწილში იყო, სადაც ლევინის გვამი აღმოაჩინეს. ჯგუფი ვარაუდობს, რომ მაქს ლევინი "სავარუდოდ, მოკლეს ერთი, ან ორი ტყვიით, რომელიც მას ახლო დისტანციიდან, მაშინ ესროლეს, როდესაც უკვე მიწაზე იწვა".

XS
SM
MD
LG