ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და ამერიკულ მხარეს ესაუბროს იმისთვის, რომ ეკონომიკური სანქციების ახალი რაუნდი აიცილოს თავიდან.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ თემაზე ჟურნალისტებს ნიუ-იორკში ესაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამერიკამ 2015 წელს მიღწეული ე.წ. ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები განაახლა.
პრეზიდენტმა ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანს ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი უწოდა. ჟურნალისტებთან კი თქვა, რომ სანქციების შედეგად მათი ვალუტა უფასურდება და გარკვეულ ეტაპზე ირანელები მიხვდებიან, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა და ამერიკასთან მოლაპარაკება მოუწევთ.
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომიდან - რომელსაც ის არ ესწრებოდა - მალევე თქვა, რომ ამ შეხვედრამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები იზოლირებულია და ირანის შესახებ მის შეხედულებას და მოსაზრებებს სხვა ლიდერები არ ეთანხმებიან.
Facebook Forum