26 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის თავმჯდომარეობისას, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსვლის უდიდესი ნაწილი ირანზე საუბარს დაუთმო და ამ ქვეყანას „მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი უწოდა. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანის „აგრესია მხოლოდ გაიზარდა“. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ეს შეთანხმება დატოვა.
ტრამპმა გაიმეორა მისი არაერთხელ გაცხადებული მტკიცება, რომ მისმა წინამორბედმა, ბარაკ ობამამ „საშინელ და ცალმხრივ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც მხოლოდ ირანს უწყობს ხელს.
ტრამპის შემდეგ, შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემაანუელ მაკრონი გამოვიდა. მისი განცხადებით, ირანის საკითხზე გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს და ამ პრობლემას მხოლოდ სანქციებით და შეკავებით ვერ მოევლება.
Facebook Forum