ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული რიალი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს


ირანში ეროვნული ვალუტის კურსი კიდევ უფრო დაეცა და რეკორდულად დაბალია. ეს მოვლენა ქვეყნის შიგნით აშშ-ის სანქციების გავლენის შესახებ შეშფოთებას ზრდის.

Bonbast.com ვებგვერდმა, რომელიც ირანის არაოფიციალურ გაცვლით კურსს უკეთებს მონიტორინგს, სამშაბათს აჩვენა, რომ ერთი დოლარი 140, 000 რიალს უდრიდა. იგივე შედეგი გამოაქვეყნა სხვა ვებ გვერდებმა.

ირანში ოფიციალურ გაცვლით კურსს ცენტრალური ბანკი აწესებს. წელს, აპრილში ერთი დოლარი 42, 000 რიალს უტოლდებოდა.

ირანის მთავრობამ თავიდან გაფრთხილება გამოსცა, რომ ყველა კომპანიას დააჯარიმებდა, რომელიც ეროვნულ ვალუტას ოფიციალურ კურსზე მეტად იყიდდა. თუმცა, მოგვიანებით, ცენტრალურმა ბანკმა ნაწილობრივ მოხსნა ეს სანქცია, რომელსაც პანიკური ტემპით დოლარის შესყიდვის პროცესი უნდა შეენელებინა.

აღსანიშნავია, რომ ირანელთა მოთხოვნა დოლარზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც მაისში, პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა და აშშ-ის ეკონომიკური სანქციების განახლებით დაიმუქრა. ამ ნაბიჯმა შიში გააჩინა, რომ ეს სანქციები ირანული ნავთობის და სხვა პროდუქციის ექსპორტს შეამცირებდა, იმპორტს კი გააძვირებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG