ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპის ვედრება: შეუნდონ ეკლესიას სექსუალური ძალადობის ფაქტები


რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს მუდარით ითხოვა პატიება იმ "გამოუსწორებელი ზიანისთვის", რომელიც მღვდლებმა პატარა ბავშვებს სექსუალური ძალადობით მიაყენეს. ბოლო წლებში სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტები ათასობით მღვდლის და დიაკვნის წინააღმდეგ გახმაურდა, რამაც კათოლიკური ეკლესიის იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა.

პაპი ფრანცისკე ვიზიტით სანტიაგოში იმყოფება, ჩილეს დედაქალაქში და ქვეყნის უდიდეს მეტროპოლში, რომელიც გავლენიანი კათოლიკე მღვდლებისგან სექსუალური შევიწროების არაერთი სკანდალის მოწმეა. ლა მონედას სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, როცა რომის პაპი მრევლს "ტკივილით და სირცხვილით" ბოდიშს ევედრებოდა, მას სიტყვა აპლოდისმენტებით შეაწყვეტინეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG