ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას შეხვდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წევრებს მიიღებს. შეხვედრა ხუთშაბათს, ნიუ-იორკში იგეგმება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის უმაღლეს მრჩეველ, კიმ იონგ ჩოლთან მომავალი შეხვედრის თაობაზე, ორშაბათს გაავრცელა. მაიკ პომპეო მასთან სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების ოთხ მთავარ საკითხზე ისაუბრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი მათ შორის ასახელებს "ფინალურ, სრულად გადამოწმებად ბირთვულ განიარაღებას", რომელიც ამ მომენტში ჩიხშია შესული. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიმ ჩენ უნს სინგაპურის ისტორიულ სამიტზე ივნისში შეხვდა, თუმცა მას შემდეგ ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესი აღარ დაფიქსირებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG