ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მეორედ შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მეორე სამიტისთვის ემზადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჯონგ უნთან და რომ ამ შეხვედრის დეტალები მალე გახდება ცნობილი.

უფრო ადრე, ოთხშაბათსვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამ სამიტის დაგეგმვის პროცესშია და რომ უმაღლესი დონის შეხვედრა ოქტომბრის შემდეგ შედგება.

პომპეომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თავი მოიწონა ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის შემცირებაში თავისი როლით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG