ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ რომის პაპი ფხენიანში მიიწვია


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა რომის პაპს ფხენიანში ვიზიტისთვის ოფიციალური მოსაწვევი გაუგზავნა. პაპი პრანცისკეს მიწვევა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის გულის მოსაგებად გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად განიხილება.

კიმ ჩენ უნი უკვე სამჯერ შეხვდა სამხრეთ კორეის ლიდერს. ივნისში კი, მან ისტორიული მოლაპარაკება გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს. მოსაწვევს რომის პაპს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი 17 ოქტომბერს პირადად გადასცემს, როცა ის ევროპის ქვეყნებში ვიზიტს გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG