სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი ამბობს, რომ ჩრდილო კორეელ ლიდერს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კიდევ ერთხელ სურს შეხვედრა იმისათვის, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
პრეზიდენტმა მუნმა ჩრდილოელი კოლეგის სურვილის შესახებ ხუთშაბათს სეულში ისაუბრა. ის საკუთარ ქვეყანაში ფხენიანში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა. მუნი ფხენიანში კონკრეტული მიზნით გაემგზავრა. ის ამბობს, რომ სურდა ჩიხიდან გამოეყვანა ჩრდილო კორეასა და ამერიკას შორის ურთიერთობები.
დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ უნის ისტორიული შეხვედრა სინგაპურში, ივნისში გაიმართა. მაშინ ორი ქვეყნის ლიდერმა ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
Facebook Forum