ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება


პარასკევს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცების ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მაიკ პომპეოსთან, ვაშინგტონში, ცალ-ცალკეა დაგეგმილი. „პოლიტიკო“ ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია გამართება თუ არა სამმხრივი შეხვედრა, თუმცა აზერბაიჯანელი და სომეხი პირველი დიპლომატების ვაშინგტონში ვიზიტი აჩვენებს, რომ ამერიკა კონფლიქტის დასარეგულირებლად ძალისხმევას აძლიერებს.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, რომელსაც „პოლიტიკო“ გაეცნო, პარასკევს დილით, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გაიმართება. იმავე დღეს, მოგვიანებით კი პომპმეო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება. გამოცემა აცხადებს, რომ დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მათთან კომენტარს არ აკეთებს.

ორშაბათს გამართული ინტერვიუს დროს, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთმანეთს შეხვდნენ. მისი თქმით, იდეალურ შემთხვევაში, ქვეყნები მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების განახლებას შეძლებენ. „ჩვენ გვსურს არსებითი საუბარი“ - აცხადებს აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩი, ელინ სულეიმანოვი.

რაც შეეხება აშშ-ში სომხეთის ელჩს, ვარუჟან ნერსესიანი მაიკ პომპეოს მიერ, თურქეთის კირიტიკას იწონებს და აცხადებს, რომ სომხეთი კონფლიქტის გადაჭირს ერთადერთ გზად, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე, მშვიდობიან მოლაპარაკებებს განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG