ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთიან ყარაბაღში ზავი კვლავ დაირღვა


მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაირღვა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს სდებენ ბრალს.

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა რუსეთის საგარეო სააქმეთა მინისტრის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება ხანმოკლე და არაეფქტიანი აღმოჩნდა. მორიგი ზავის შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სერგეი ლავროვმა თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. მალევე მხარეებმა მის დარღვევაში ბრალი ერთმანეთს დასდეს, ზუსტად ისე, როგორც პირველი შეთანხმების დროს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაპირისპირებული მხარეები, განახლებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, პირველად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოლაპარაკებები მაშინაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წარიმართა და ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა.

საბრძოლო მოქმედებები ზავის დროს

მთიანი ყარაბაღის ანკლავი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ზავის დროს მათი პოზიციები გამყოფი ხაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე დაბომბა.

გობლი: რუსეთს კავკასიაში ქაოსის შენარჩუნება სურს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:17:50 0:00

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაიბომბა გორნაბოის ტერიტორია და აღადამის რაიონები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს დილიდან, სომხეთის მხრიდან აღჯაბედის რაიონებია თავდასხმის ქვეშ.

მხარეთა განცხადებების დადასტურება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

განახლებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანი მის ტერიტორიულ სიღრმეებში განხორციელებულ დარტყმებზეც გაკეთა განცხადება. აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ ეს მილსადენებს, რომლებსაც აზერბაიჯანული გაზი და ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მიაქვს, საფრთხეს უქმნის.

აზერბაიჯანის ამ განცხადებას, სომხური მხარე უარყოფს.

ოფიციალური მონაცემები დაღუპულთა შესახებ

ცეცხლის შეწყვეტა, ორივე შემთხვევაში, ჰუმანიტარული მიზნებით გამოცხადდა. მხარეებს ზავის დროს უნდა გაეცვალათ სამხედრო ტყვეები და დაღუპილთა ცხედრები.

უშედეგო მოლაპარაკებები - ვითარება მთიან ყარაბაღში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00

18 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ 27 სექტემბრის შემდეგ, 60 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 270 კი დაშავდა. ამ მონაცემებში არ შედის მსხვერპლი ჯარისკაცებს შორის.

მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს 710 სამხედრო და 36 სამოქალაქო პირია დაღუპული.

საერთაშორისო და რეგიონული საფრთხეები

ზავის დარღვევა, ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს და შიშს იწვევს და ურთიერთობას ძაბავს რეგიონულ მოთამაშეთა შორის ასევე, ნატოსა და მის მოკავშირე თურქეთს შორის. ოფიციალური ანკარა, კონფლიქტში მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კი სურს რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG