შეერთებული შტატები ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სანქციების საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებას მიესალმება. სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეს ფუნდამენტური კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვას შეუწყობს ხელს.” ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს პასუხი მოსთხოვონ.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის ევროკავშირის მტკიცე პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. “შეერთებული შტატები გააგრძელებს მოკავშირეთა და პარტნიორთა ძებნას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ადამიანის უფლებათა შემლახველ პირებს შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემებთან წვდომა აღუკვეთოს,” ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
Facebook Forum