ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უტრეხტში სროლისას ტრავმაის რამდენიმე მგზავრი დაიჭრა


ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტის პოლიციის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა ინციდენტის დროს, როდესაც თავდამსხმელმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა.

ინციდენტის ადგილი ამ დრომდე იზოლირებულია სამართალდამცველების მიერ და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაშავებულთა დასახმარებლად გამოიყენეს რამდენიმე ვერტმფრენიც.

პოლიციის პრეს-სპიკერის განცხადებით, დანაშაულის ყველა მოტივი და შესაძლო ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ტერორიზმიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე, ტრამვაის ირგვლივ ამ დრომდე მობილიზებული არიან ანტი-ტერორისტული სამსახურების თანამშრომლები, შეიარაღებული პოლიციელები და სამაშველო სამსახურების ავტომობილები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG