ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ვიცე-პრემიერად დაბრუნდა


პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი მთავრობაში დაბრუნდა და ის ახლა ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს. შემოდგომაზე დაგეგმილი საკმაოდ დაძაბული არჩევნების წინ, კაჩინსკი ცდილობს, რომ მთავრობის მუშაობაში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.

კაჩინსკი ისედაც განიხილებოდა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად. მთავრობაში მისი დაბრუნება კი მმართველი კონსერვატიული პარტიის "კანონისა და სამართლიანობის" მიერ ხელისფლებაში მესამე ვადით დარჩენის სურვილითაა ნაკარნახევი.

მართალია გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშაა ის, შეძლებს თუ არა კაჩინსკის პარტია პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას.

"მადლობა, რომ მთავრობას შემოუერთდით. გმადლობთ, რადგან თქვენ მიერ აქამდე გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად გამოადგა რესპუბლიკას", - უთხრა კაჩინსკის ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

ვიცე-პრეზიდენტები, ვინც აქამდე თანამდებობას იკავებდნენ, გადადგნენ და ახლა მინისტრებად აგრძელებენ მთავრობაში მუშაობას.

კაჩინსკი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე იკავებდა. ის ასევე, პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

XS
SM
MD
LG