ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რასისტული" კომენტარის გამო, პოლონეთი ისრაელში ვიზიტს აუქმებს


მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ „პოლონელები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ,“ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, ცენტრალური ევროპის ქვეყნების იერუსალიმში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე თავისი ქვეყნის მონაწილეობა გააუქმა.

მათეუშ მორავეცკიმ იზრაელ კატზის განცხადებებს „მიუღებელი“ და „რასისტული“ უწოდა.

სიტუაციის ასეთი განვითარებას კიდევ უფრო დაბალ დონეზე დაჰყავს პოლონეთ-ისრაელის ურთიერთობები იმასთან დაკავშირებით, თუ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის პერიოდში, პოლონელთა ქმედებები როგორ უნდა გაიხსენონ და დაახასიათონ.

მორავეცკიმ კვირას ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი მონაწილეობას არ მიიღებს ისრაელში პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის და სლოვაკეთის ორდღიან შეხვედრაში ისრაელში. ეს გადაწყვეტილება, ნეთანიაჰუს მიერ გასულ კვირაში გაკეთებულმა კომენტარებმა გამოიწვია, რომელშიც მან ნაცისტებთან პოლონელების თანამშრომლობაზე ისაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG