აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში პერმანენტული სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტმა, რომელიც თეთრ სახლში გუშინ იმყოფებოდა, ანჯეი დუდამ თქვა, რომ პოლონეთი არა მხოლოდ დახმარებას გასწევს ამ ბაზის შენახვაში, არამედ მას ტრამპის სახელს უწოდებს.
პრეზიდენტებს შორის გუშინდელი შეხვედრისას, ორი ლიდერი შეთანხმდა თავდაცვის და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობა გააძლიერონ.
დონალდ ტრამპმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ფინანსური ტვირთის განაწილებისა და თავდაცვის შესაბამისი ხარჯებით ნატოს ოპერაციებში წვლილის შეტანისთვის.
Facebook Forum