შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, პენტაგონი 1 100 სამხედროს ამერიკა-მექსიკის საზღვრიდან უკან გაიწვევს. ჯარისკაცები წლის დასაწყისში მექსიკის საზღვართან იმისთვის გააგზავნეს, რომ მათ პანდემიის დასასრულთან ერთად თავშესაფრის მაძიებლებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, საზღვრის კვეთის შემთხვევები ეკონტროლებინათ.
თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 1 500 სამხედროს 90-დღიან მისიაში გაშვების გადაწყვეტილება მაისში, საზღვარზე თავშესაფრის მაძიებეელთა რიცხვის მკვეთრი ზრდის შემდეგ მიიღო. იმ დრისთვის, არსებობდა მოსაზრება, რომ ვინაიდან მიგრანტთა რიცხვი იზრდებოდა, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, ამერიკის საზღვრის გადაკვეთის სურვილიც უფრო მეტს გაუჩნდებოდა, თუმცა, ეს მოსაზრება არ გამართლდა და თავშესაფრის მაძიებელეთა რაოდენობა მაისის თვესთან შედარებით, არ გაზრდილა.
1 100 სამხედრო თავის მისიას ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 8 აგვისტოს დაასრულებს. დანარჩენი 400 ჯარისკაცი კი ადგილზე 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩება. ინფორმაციას ამის შესახე, თადაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანი ანონიმურად ავრცელებს.
თავდაპირველად, როდესაც სამხედროები საზღვარზე გააგზავნეს, ამან ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში დიდი განხილვა გამოიწვია, ვინაიდან გადაწყვეტილების ოპონენტები ამბობდნენ, რომ აქტიური სამხედროები საზღვრის დაცვის ნაცვლად, სამხედრო ოპერაციებში უნდა მონაწილეობდნენ, საზღვარი კი თავდაცვის დეპარტამენტის სხვა განშტოებებმა უნდა დაიცვას.
უცნობია, შენარჩუნდება თუ არა, თავშესაფრის მაძიებელთა შედარებით დაბალი რიცხვი საზღვარზე და გახდება თუ არა საჭირო კვლავ დამატებითი ძალების მობილიზება მექსიკიდან ამერიკაში გადასვლის მსურველთა გასაკონტროლებლად.