ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ალ-ბაღდადის სიკვდილს ვერ ადასტურებს


შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ვერ ადასტურებენ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობას.

“ჩვენ ვერ დავადასტურებთ ცნობას მისი მკვლელობის შესახებ, მაგრამ იმედი გვაქვს ეს სიმართლეა,” ნათქვამია შეერთებული შტატების ლიდერობით მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი მეთაურის მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში.

დაჯგუფების ლიდერის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთში დაფუძნებული “სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია” ავრცელებს.

“დღეს შევიტყვეთ მისი დაღუპვის შესახებ, მაგრამ არ ვიცით, თუ სად და რა გარემოებაში მოხდა ეს,” განუცხადა ჟურნალისტების ორგანიზაციის დირექტორმა რამი აბდელ რაჰმანმა.

46 წლის ბაღდადი საჯაროდ 2014 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლოს ის მოსულის ან-ნურის მეჩეთში გამოჩნდა, სადაც “ისლამური სახალიფოს” შექმნის შესახებ ისაუბრა. მისი დაჭრის და დაღუპვის შესახებ მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG