დაზვერვის ამერიკელი ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის განცხადებებს, რომ მოკლულია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი მისიის ამერიკელმა წარმომადგენელმა რაიან დილონმა განაცხადა, რომ ამ ცნობის ავთენტურობას ვერ ადასტურებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მაისში, ერთერთი ავიაიერიშისას სირიაში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული განცხადებით, ავიაიერიშმა მიზანში ამოიღო ქალაქ რაქაში მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც ალ ბაღდადი ესწრებოდა.
Facebook Forum