ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანულმა შვეულმფრენმა ამერიკულ სამხედრო ხომალდთან სახიფათო მანევრი ჩაატარა


პენტაგონის თანახმად, ირანის სამხედრო ფლოტის შვეულმფრენმა 23 მეტრის დაშორებით ჩაუფრინა შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ამფიბიურ მოიერიშე ხომალდს, როდესაც ის გასულ კვირაში, ომანის ყურეში მიცურავდა.

პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვეულმფრენი „საფრთხის შემცველი და არაპროფესიული მეთოდით იმართებოდა“. ის წყლის ზედაპირიდან სულ 3 მეტრით ზემოთ მიფრინავდა და სამხედრო ხომალდ „ესექსს“ სამჯერ შემოუფრინა.

„როდესაც საქმე გაქვს სხვა შეიარაღებულ ძალასთან, ამ შემთხვევაში ირანის სამხედრო ფლოტთან, რომელიც ასეთ ფრენებს აწყობს, რაიმე სახის ესკალაციის და შეცდომის რისკი ნამდვილად ჩნდება“, თქვა კირბიმ.

კირბის კომენტარების პასუხად, ირანის ახალი ამბების ოფიციალურმა სააგენტომ „ირნა“ პენტაგონის პრეს-მდივანს ბრალი დასდო, რომ ის ცდილობდა „რეგიონში აშშ-ის უკანონო სამხედრო ყოფნა გაემართლებინა.“

ამ ინციდენტამდე სულ ერთი კვირის წინ, როგორც იუწყებოდნენ, ჰორმუზის სრუტეში, რამდენიმე ირანულმა დრონმა ხომალდ „ესექსის“ სიახლოვეს საფრთხის შემცველად გაიფრინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG