ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი ამბობს, რომ სერტიფიცირების პროცესი ამაღამ მაინც დასრულდება


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ კანონმდებლები ამ ღამით კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რათა არჩევნების შედეგების სერტიფიცირება დაასრულონ.

კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები ოფიციალურად უნდა დამტკიცებულიყო. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი ზოგიერთ შედეგს აპროტესტებდა, თუმცა განხილვა სხდომათა დარბაზში კაპიტოლიუმის გარეთ შეკრებილი დემონსტრანტებისგან არსებული საფრთხის გამო შეწყდა და კანონმდებელთა ევაკუაცია გახდა საჭირო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

პალატის დემოკრატი ლიდერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ როგორც კი შენობა დემონსტრანტებისგან სრულად გათავისუფლდება, კანონმდებლები იქ "დაწყებული საქმის დასასრულებლად" დაბრუნდებიან. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კონგრესის სხვა ლიდერებთან, პენტაგონთან, იუსტიციის დეპარტამენტთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.

"ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულება ღამითაც დაგვჭირდებოდა. ღამე შესაძლოა კვლავ გრძელი იყოს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დღის წესრიგი შედარებით მცირე იქნება. თუმცა ჩვენი მიზანი შესრულდება", - განაცხადა პელოსიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG