პოპულარული ამერიკული სოციალური მედიის ვებგვერდ „პარლერზე“, რომლითაც ძირითადად, მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე ამერიკელები სარგებლობენ, მისმა მთავარმა აღმასრულებელმა მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა. „პარლერის“ აპლიკაცია ამ დრომდე გათიშულია, თუმცა კომპანიის ვებგვერდი გამოჩნდა.
„პარლერი“ ინტერნეტ სივრციდან ქსელი მას შემდეგ გაქრა, რაც 6 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
„გამარჯობა, მსოფლიო, ეს [გვერდი] ჩაირთო?“ დაწერა ჯონ მათზემ გვერდზე და თქვა, რომ „პარლერის“ პლატფორმა გამოწვევების გადალახვის შემდეგ, ისევ ამუშავდება.
დაახლოებით, ერთი კვირის წინ, კომპანია „ეფლმა“ „პარლერის“ აპლიკაცია საკუთარი მაღაზიიდან ამოიღო. ამავე პერიოდში, აპლიკაცია ასევე ჩახსნა „გუგლმა“ საკუთარი „გუგლ ფლეიდან.“ ამ დრომდე, „პარლერის“ აპლიკაციის ჩამოტვირთვა არცერთი მომსახურებიდან არაა შესაძლებელი.
აპლიკაციის მობილური მოწყობილობების მაღაზიებიდან ამოღების შემდეგ, „ამაზონმა“ გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებდა „პარლერის“ ვებგვერდის მომსახურებას, რაც ვებგვერდის ინტერნეტ სივრციდან ჩახსნას ნიშნავს.
მემარჯვენე შეხედულებების მქონე მომხმარებელი, ნაწილობრივ, ისეთ აპლიკაციებზე გადაერთო, როგორიცაა მაგალითად „ტელეგრამი“ და „გაბი.“ ზოგიერთი გავლენიანი კონსერვატორი აცხადებს, რომ ისინი „ტვიტერსა“ და „ფეისბუქს“ სხვა აპლიკაციებს ამჯობინებენ იმის გამო, რომ ეს ორი კომპანია პოლიტიკური შეხედულებების აგრესიული პოლიცირების პოლიტიკას აწარმოებს, რაც განსაკუთრებით 6 იანვრის მოვლენების შემდეგ გამკაცრდა.
Facebook Forum