ეუთო აცხადებს, რომ მათი სადამკვირებლო ჯგუფი რომელიც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს ზედამხედველობას უწევს, მუშაობას ვერ ახერხებს. როგორც ცნობილი ხდება სადამკვირვებლო მისიის წევრები ბაზის ტერიტორიაზე არიან ჩაკეტილები.
17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ეუთო წერს, რომ სასტუმრო, სადაც ე.წ. საპატრულო ბაზაა განთავსებული სეპარატისტების მიერ ბოქლომითა და ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. სასტუმროს მეპატრონემ კი სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ ბაზის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.
მოგვიანებით დღის მეორე ნახევარში ეუთოს წარმომადგენლებს შეატყობინეს, რომ მათი საქმიანობა იქამდე იქნება შეზღუდული ვიდრე უკრაინის ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ანდრეი კოსიაკინს. რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებმა გასულ კვირას დააკავეს. სეპარატისტები განმარტავენ, რომ კოსიაკი ცეცხლის შეწყვეტის პროცესში აქტიურად იყო ჩართული თუმცა ამ ინფორმაცია უკრაინული ძალები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამხედრო მოსამსახურე რუსეთისთვის მუშაობდა.
ეუთო მოუწოდებს სეპარატისტებს მოიხსნას ყოველგვარი შეზღუდვები და მათ ჯგუფს კონფლიქტის ზონაში მუშაობის საშუალება მიეცეს.
კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა, საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვის ამ ქმედებას გმობს.
აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებებს 13 200 ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა, 2020 წლის ივლისში დადებული შეთანხმების მიუხედავად შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
Facebook Forum