ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ომიკრონი" რამდენიმე შტატში გამოჩნდა


„კოვიდ-19“-ის „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელიც ამ კვირამდე შეერთებულ შტატებში აღმოჩენილი არ იყო, ხუთშაბათისთვის სულ ცოტა ხუთ შტატში აღირიცხა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვირუსის მუტაციებს შეუძლია მთელ მსოფლიოში სწრაფად და ადვილად გავრცელდეს.

კალიფორნიაში პირველი ცნობილი შემთხვევის აღრიცხვის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, ქალაქ ნიუ-იორკის რაიონში სულ მცირე ხუთი ინფიცირებული ადამიანი აღმოჩნდა. ვირუსი ასევე აღმოაჩნდა მინესოტელ მამაკაცს, რომელიც ნოემბრის ბოლოს მანჰეტენზე გამართულ ანიმაციის შეკრებას ესწრებოდა.

ოფიციალური პირების ცნობით, ვირუსის ეს ვარიანტი აღმოაჩნდა კოლორადოში მცხოვრებ ქალს, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, ჰავაის მცხოვრებს, რომელსაც ბოლო დროს არ უმოგზაურია და კალიფორნიის კიდევ ერთ მცხოვრებს, რომელიც გასულ თვეში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა.

„ომიკრონის“ შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მათ შორის - არის თუ არა უფრო გადამდები, რასაც ჯანდაცვის ზოგიერთი მესვეური ეჭვობს, ვაქცინის ეფექტურობისთვის ხელის შეშლა თუ შეუძლია და ისეთივე სიმძიმის ავადმყოფობას თუ იწვევს, როგორსაც ორიგინალი შტამი.

ნიუ-იორკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მუშაობენ შეკრების მონაწილეების კვალის დადგენაზე, რომელიც 19-21 ნოემბერს გაიმართა და ორგანიზატორების ცნობით, 50 ათასი ადამიანი დაესწრო. მონაწილეებს აცრის სულ მცირე ერთი დოზის მიღების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და პირბადის ტარება ევალებოდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG