სოჭის ოლიმპიადაზე დღეს უმეტესად ქალთა შეჯიბრებები იმართება. შეერთებული შტატების ჰოკეისტ ქალთა ნაკრები ოლიმპიური ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. ყინულზე ქალთა ჰოკეი ოლიმპიური თამაშების სიაში 1998 წელს შეიტანეს. შეერთებული შტატების მეტოქე კანადის ნაკრებია. ბოლო 5 ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და აქედან სამში ამერიკელთა ნაკრებმა წააგო. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი -კანადელ ქალ ჰოკეისტთა ნაკრები- სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ უძლეველ გუნდად ითვლება. ბრინჯაოსთვის ერთმანეთს შვეიცარია და შვედეთი შეეჯიბრება.
ფიგურულ სრიალში ოქროსთვის დღეს სამხრეთ კორეელი მოციგურავე იანა კიმი იბრძოლებს. ამერიკელი მოთხილამურე მედი ბოუმანი კი ოქროს სავარაუდოდ ფრისტაილში დაესაკუთრება. მედლების საერთო რაოდენობით -23 გამარჯვებით- პირველ ადგილზე შეერთებული შტატები იმყოფება. 22 მედლით მას რუსეთი და ჰოლანდია მოსდევენ. ნორვეგიას და კანადას 18-18 მედალი აქვთ. ოქროს მედლების რაოდენობით კი პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 9 ოქრო აქვს. გერმანია 8 მედლით მეორე ადგილზე გავიდა.